Thursday, October 15, 2009

ოპტიმალური მარშრუტი.


1. პროექტის სახელი: ოპტიმალური მარშრუტი.
2. პროექტის ამოკლე ღწერა: სასკოლო ავტობუსის ოპტიმალური მარშრუტის დადგენა.
3. პროექტის სრული აღწერა: სკოლის ავტობუსისათვის, რომელსაც ქალაქის სხვადასხვა უბნებიდან სკოლაში მიყავს მოსწავლეები და მასწავლებლები, უნდა შეირჩეს ავტობუსის მოძრაობის ოპტიმალური მარშრუტი (ამ მარშრუტის დასაფარად საჭირო დროის თვალსაზრისით).
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14-15 წელი, მე-8, მე-9 კლასები.
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: რეალური ვითარების მოდელირება; მონაცემების მოპოვება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით; გამორიცხვის ან ამოწურვის მეთოდის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას; სიდიდეებს შორის დამოკიდებულების ამოცნობა და გაანალიზება; დეკარტეს კოორდინატების გამოყენება ობიექტთა თვისებების დასადგენად.
პროექტის რეალიზაციის ეტაპები:
საჭირო ინფორმაციის მოძიება
პროექტზე მომუშევე მოსწავლე ან მოსწავლეთა ჯგუფი ატარებს
გამოკითხვას იმ მიზნით, რომ გაარკვიონ ვინ რა ტრანსპორტით
სარგებლობს სკოლაში მისასვლელად (ქმნის მარტივ კითხვარს,
გასაზღვრავს რესპონდენტებს, ატარებს გამოკითხვას და აგროვებს
მონაცემებს და წარმოადგენს მათ გრაფიკული სახით).
მონაცმეთა ანალიზი
ამ მონაცემების საფუძველზე მოსწავლეთა ჯგუფი ადგენს იმ უბნებს, სადაც ცხოვრობს მოსწავლეებისა და მასწავლებლების მნიშვნელოვანი რაოდენობა.

ვიზულიზაცია, ამოცანის სქემატურად გამოსახვა
რუქაზე აღნიშნავს სკოლის ავტობუსის გაჩერების სავარაუდო
პუნქტებს, ამ პუნქტების ერთმანეთთან დამაკავშირებელ გზებს.
საჭირო ცოდნის გამოყენება
რუქაზე მითითებული მასშტაბის გამოყენებით ადგენს პუნქტებს შორის
მანძილებს, ამ მანძილების დასაფარად საჭირო დროს, ითვლის ყველა
მარშრუტის სავარაუდო სიგძეს და წარმოადგენს მას ცხრილის სახით.
შეფასება და სინთეზი
ადარებს და აკავშირებს მოძიებულ ინფორმაციას ერთმანეთთან და
ირჩევს საუკეთესო მარშრუტს. მსჯელობს არჩეული გზის
ოპტიმალობის შესახებ მათემატიკური და ეთიკური თვალსაზრისით
(მიზანშეწონლია თუ არა იმ პუნქტის გავლით მგზავრობა, სადაც ერთი
მასწავლებელი, ან მოსწავლეთა/მასწავლებლეთა მცირერიცხოვანი
ჯგუფი ცხოვრობს). სთავაზობს ასეთი ტიპის ბალანსის დაცვის გზებს (მაგ. სკოლის გადასახადის შემცირება, მასწავლებლის ხელფასში მგზავრობის ხარჯების გათვალისწინება).
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეირჩევა სასკოლო ავტობუსის ოპტიმალური მარშრუტი, დაიზოგება საწვავი, შემცირდება დაგვიანებები პირველ გაკვეთილზე.
8. სარგებელი სხვებისთვს: მარშრუტის შერჩევის ხერხით შესაძლოა ისარგებლონ სხვა სკოლებმაც.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საზოგადოებრივი მეცნიერებები, გეოგრაფია
11.მონაწილეები სხვადასხვა სკოლებიდან: სურვილის მიხედვით
12. პროექტის ფასილიტატორის სხელი: ირინა ბრაჭული, 55-ე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: i.brachuli55@gmail.com